საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ საწვრთნელ შეკრებას ანტალიაში გადის, სადაც რამდენიმე ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი დღეს პირველ ტესტ-მატჩს გამართავს და პოლონურ „ტერმალიკა ნიეჩიზას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.