აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ აშშ-მა „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებზე დარტყმები განახორციელა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ს სამხედროებმა იემენში დარტყმები განახორციელეს „ჰუსიტების“ ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაზე, რომლებიც მიზნად ისახავდა წითელი ზღვის სამხრეთით არსებულ გემებზე დარტყმას.
მათივე თქმით, „ჰუსიტების“ რაკეტები წარმოადგენდა „გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის.“