აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების ასოციაციის პოლიტიკური ბიუროს ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პოლიტიკური ბიუროს შეხვედრაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღინიშნა,რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება რჩება პრიორიტეტად და მაქსიმუმი კეთდება, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამ გზაზე კი, მნიშვნელოვანია საზღვაო რეგიონების ასოციაციის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არის არჩეული.