საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, თანხმდება, რომ აქცია ორგანიზებული იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობასა და არა დროულ რეაგირებაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ აქციის მონაწილის პროტესტი ვანდალიზმში გადაიზარდა და ხელისუფლებამ დროული რეაგირება ვერ მოახდინა. მათი ნაწილი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა გამოავლინოს დამნაშავეები და ამ პროცესში საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული. საპარლამენტო უმრავლესობაშიც ფიქრობენ, რომ აქცია ორგანიზებული იყო და აქციის დამგეგმავი პირების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. უმრავლესობის თქმით, აქციაზე გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი, ხელისუფლების მთავარი ამოცანა კი იყო სწორედ ეს იყო, რომ აქციას მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.