რატომ გაათავისუფლეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლიდან მწვრთნელი?

22 იანვარი 2024, 11:46 535 ნახვა

მმართველობის 11 წლის შემდეგ ქართული ოცნება ოპონენტების მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნას აგრძელებს - აცხადებენ ლელოს ბათუმის ორგანიზაციაში. გენო თებიძის განმარტებით, ლელოს მხარდამჭერსა და აქტიურ წევრს დავით დევაძეს 45 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. იანვრიდან დავით დევაძეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ თანამშრომლობაზე უარი უთხრა და ახალშენის საფეხბურთო გუნდი გააუქმა. ოპოზიციურ პარტიაში ვარაუდობენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი და სასამართლოში დავას გეგმავენ. ჩვენ დავუკავშირდით ხელვაჩაურის მერიას და დამატებით ინფორმაციას მათგან ველოდებით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში