ვის რა შანსი აქვს არჩევნებზე

21 იანვარი 2024, 14:26 629 ნახვა

9 თვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და პოლიტიკური პარტიების გეგმები - „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში დამარცხდება.

უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ამას ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რადგან მათი რეიტინგი მზარდია. ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებული არ არის, რა კონფიგურაციით წარდგებიან საბოლოოდ საპარლამენტო არჩევნებზე.

მიუხედავად ამისა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან და გამარჯვების იმედი აქვთ.

მე-11 მოწვევის პარლამენტს, საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს ელექტრონული წესით აირჩევს. ეს ისტორიაში პირველი არჩევნები იქნება, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი