ბოლივიაში, წყალდიდობის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. ეძებენ დაკარგულებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით, მას შემდეგ მოხდა, რაც ძლიერმა წვიმებმა მდინარის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, 100-მდე სახლი დაინგრა, დაზარალებულია 250-ზე მეტი ოჯახი.
ადგილობრივმა მერმა ტერიტორია სტიქიის ზონად გამოაცხადა.