ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლის ახალი სიცოცხლე

18 იანვარი 2024, 20:39 952 ნახვა

მომავალ წელს აჭარას კიდევ ერთი მუზეუმი შეემატება. ჩაქვში, ჩინელი აგრონომის, ლაო ჯინ ჯაოს აგარაკში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაის მუზეუმს გახსნის. თუმცა მანამდე შენობას განახლება და რემონტი სჭირდება, საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი გამოცხადებულია, იგეგმება ჩაის ცნობილი ჩინელი სპეციალისტის შთამომავლობასთან მოლაპარაკებების დაწყებაც. ჩინელი მეწარმე, ლაო ჯონ ჯაო ამ სახლში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ცხოვრობდა. იგი ძალიან იყო შეყვარებული საქართველოზე და კონკრეტულად აჭარაზე. დღემდე, მისი პირადი ნივთები ორ სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. ლაო ჯინჯაოს სახელს უკავშირდება მილიონობით ჩაის ბუჩქის დარგვა და პირველი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნაც. ახლა ლაო ჯინჯაოს სახლი ჩაქვში ნინოშვილის ქუჩაზე, რკინიგზის მახლობლად მოუვლელია, არ აქვს კარი-ფანჯარა, მაგრამ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მუზეუმის გახსნის იდეა კი ადრეც განიხილებოდა. რა პერსპექტივა აქვს ახალ წამოწყებას, ჩინელი მეწარმის ისტორიულ ნაკვლევს სოფო მაკარაძე გაჰყვა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი