უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 78 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

18 იანვარი 2024, 10:12 410 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 78 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთლიანობაში, მტერმა 9 სარაკეტო, 128 საჰაერო დარტყმა და 77 შეტევა განახორციელა  მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ავდეევსკის მიმართულებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 13 შეტევა ნოვოკალინოვოს, ნოვობახმუტოვკას, ავდეევკას რაიონებში და კიდევ 14 შეტევა დონეცკის რეგიონის სევერნის, პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად.

 

რუსული ტერორისტული თავდასხმების შედეგად, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე იერიში ორჯერ მიიტანეს. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, არიან დაშავებულები. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ხმელენცკის ოლქშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი