საქართველოში მაღალი სიჩქარის ინტერნეტი მნიშვნელოვნად ძვირია, ვიდრე ევროპაში - კომუნიკაციების კომისია

17 იანვარი 2024, 14:08 412 ნახვა

„ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე თუ მოცულობა“ – ამის შესახებ  ბრიტანულ  კვლევითი ორგანიზაციის  სთრათეგი ანალიტიქს-მა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის დასკვნაშია საუბარი.

კვლევის მიხედვით, საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ ისე ფიქსირებულ ბაზარზე მნიშვნელოვნად ძვირია ვიდრე ევროპაში.

კვლევაში გამოვლენილი გამოწვევების დაძლევის მიზნით, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი