ლერი აბულაძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა განიმტკიცა

15 იანვარი 2024, 23:54 740 ნახვა

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულებული სარეიტინგო ტურნირის შემდეგ თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რეიტინგი განაახლა.  

განახლებულ რეიტინგში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლერი აბულაძე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 53 000 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება.

აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი უახლოეს მდევარს აზერბაიჯანელ, მურად მამედოვს 12 000 ქულით უსწრებს.  

შეგახსენებთ, რომ ლერი აბულაძე რამდენიმე დღის წინ, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულებული სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი