პრომენადის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15 იანვარი 2024, 18:12 542 ნახვა

სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება. კობალაძის ქუჩიდან კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე მონაკვეთში სანაპირო ზოლის აღდგენა მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეაბილიტირდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ველობილიკი და პრომენადი. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 15 მილიონ 659 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ბათუმის მერი, ვიცემერი და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ადგილზე გაეცნენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი