ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა

15 იანვარი 2024, 15:08 453 ნახვა

ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პუნქტზე დეოლიგარქიზაციაზე იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაციების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. დეოლიგარქიზაციას, რომ პოლიტიკური ნება სჭირდება ამას ოპოზიცია ირწმუნება, რაც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მიუღწეველ მიზნად ესახებათ. მესამე სექტორისა და ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, არაფორმალურ გავლენებს ქვეყანაში რიგი რეფორმების განხორციელება შეამცირებს - მათ შორის ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესის ცვლილება, ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის წესის ცვლილება და მოსამართლეების საქმიანობის შესწავლა. ოპოზიციის ნაწილს არ სჯერა, რომ მსგავსი ტიპის აუდიენციები რეალური შედეგების მომტანია, ირწმუნებიან, რომ ნაციონალურ მოძრაობასაც ოლიგარქები აფინანსებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი