უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 94 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

15 იანვარი 2024, 10:09 433 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 94 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 7 სარაკეტო და 60 საჰაერო დარტყმა, ასევე 64 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე.

"ლიმანის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 14 შეტევა მაკეევკას, ბელოგორივკას ლუგანსკის ოლქში და ვერხნეკამენსკის დონეცკის ოლქში.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლების 5 თავდასხმა დონეცკის ოლქის კლიშჩეევკასა და ანდრეევკას მახლობლად"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს.

უკრაინული მედია თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ა-50“ მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც კირილოვკას რაიონში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი