პროტესტი დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თეირანში

13 იანვარი 2024, 10:44 436 ნახვა

თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. მომიტინგეები იემენში  შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის თავდასხმებს აპროტესტებენ.

შეკრებილმა მოქალაქეებმა დაწვეს გაერთიანებული სამეფოს დროშა და ღაზაში პალესტინელების მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველა ქვეყნის საელჩო, რომელმაც ჰუსიტებზე თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო, თეირანში უნდა დაიხუროს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი