სოციალური პროგრამები ხულოში

11 იანვარი 2024, 20:38 548 ნახვა

2024 წელს ხულოს მერია 18 სოციალურ პროგრამას განახორციელებს. მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით უკვე მოქმედ პროგრამებს წელს კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება. კონკრეტულად კი ხანძრით დაზარალებულ მოქალაქეებს თვითმმართველობა ფულადი თანხით დაეხმარება, რომელიც თუნუქის ფურცლების შესაძენად იქნება გათვალისწინებული, აქამდე მერიას სტიქიით დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაცია არ ქონდა ბიუჯეტით დაგეგმილი, თუმცა უზრუნველყოფდა ოჯახების ქირას. კიდევ ერთი ახალი პროგრამა კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ასისტენტის მომსახურებაზეა გათვალისწინებული. მთლიანობაში ხულოში ორ მილიონ ლარზე მეტია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში