ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

11 იანვარი 2024, 15:05 572 ნახვა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო,  სასამართლო პროცესი კლინიკაში ჩატარდა. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის პოზიცია პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით  პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ იყო საწინააღმდეგო. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულმა დღეს გაიგო,  რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი და ჩავარდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ  ბრალდებული  ვერ იხსენებს მომხდარის შესახებ დეტალებს და  ვერც  მკვლელობის მოტივზე საუბრობს.  ახალგაზრდა კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები ორი დღის წინ მიაყენა.

სახლში იყო მათი რამდენიმე თვის შვილიც.  27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში გადაიყვანეს თავად დამნაშავეც, ვინაიდან მან ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი