ზამთრის საბურავებით ავტომობილების გადაადგილების კონტროლი

11 იანვარი 2024, 11:18 397 ნახვა

საგზაო უსაფრთხოების სფეროში უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში ახალი რეგულაცია მოქმედებს. 1 დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში გარკვეულ ტერიტორიებზე დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით მოძრაობა. 

საუბარია მაღალმთიან რეგიონებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი, კონკრეტულ ზონებში სპეციალური ჯაჭვებით მოძრაობით ვალდებულებასაც ითვალისწინებს. 

ხარჯების გაზრდის მიუხედავად, ავარიების მაღალი სტატისტიკის ფონზე ექსპერტების ნაწილი მიღებულ ცვლილებას ეთანხმება. სხვები კი  დეას ემხრობიან, თუმცა კანონის ფორმას იწუნებენ.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი 100 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 5-ით შეუმცირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი