საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა I დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგო, მაგრამ ფორმატის თანახმად, მერვედფინალში მეორე დივიზიონის D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც რუმინეთი ან ნიდერლანდები იქნება.
ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე კი მე-8 შედეგი აჩვენეს და ეს, გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.