მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

10 იანვარი 2024, 11:40 433 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილ ოქმში წერია, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, სააკაშვილს შესთავაზეს პროცესში მონაწილეობის მიღება დისტანციური ფორმით ან დარბაზში დასწრების სახით, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.

"სასამართლოსთვის წარმოდგენილია პენიტენციური დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის ოფიცრებმა მსჯავრდებულს შესთავაზეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა, რაზეც მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, უარის მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი 21 თებერვლამდე გადაიდო.

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში