სახალხო დამცველის ბრიფინგი

12 მარტი 2017, 00:00 2050 ნახვა

„ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა - განაცხადა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილი თქმით, შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფო ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას, თუმცა, 11 მარტის მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლისა დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შეისწავლოს ხარვეზები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებს კრიზისების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით გააჩნიათ“.  

ამავე კატეგორიაში