უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 77 სამხედრო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების 5 თავდასხმა დონეცკის ოლქის ტერნოვისა და ვესელის აღმოსავლეთით.
ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 3 თავდასხმა დონეცკის ოლქის კლიშჩეევკასა და ანდრეევკას მახლობლად.
დარტყმები განხორციელდა ხმელნიცკისა და ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. უკრაინის სამხედროების განცხადებით, რუსეთმა დიდი რაოდენობით ბალისტიკური იარაღი გამოიყენა.
მშვიდობიან მოქალაქეებზე მიზანმიმართულ თავდასხმას პრეზიდენტი ზელენსკი ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.