უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 67 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

09 იანვარი 2024, 10:03 348 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 67 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთლიანობაში მტერმა განახორციელა 55 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა და 35 შეტევა მოხდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლების 2 თავდასხმა დონეცკის ოლქის ტერნოვის აღმოსავლეთით.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელებმა მოიგერიეს მტრის 2 შეტევა დონეცკის ოლქის კლეშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში"-აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

საოკუპაციო ძალა, დონეცკის ოლქშიც გააქტიურდა. ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსულმა არმიამ დონეცკისა და ვერბოვოს მიმართულებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ წინ წაწევა შეძლო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში