„თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

05 იანვარი 2024, 20:54 505 ნახვა

„თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ გიორგი ნადირაძის განცხადებით, შემდგომი დანაშაულების გაგრძელებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობდა. ნადირაძის განცხადებით, ყაჩაღობის მუხლი, რომლითაც გოცირიძეს ედება ბრალი, 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ადვოკატის, დავით ბარბაქაძის განცხადებით, გუგა გოცირიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 თებერვალს 13:00 საათზე დაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი