აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, 91 წლის იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს. განუსაზღვრელია მისი უწმინდესობის როლი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე.
მადლობა მას განვლილი გზისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის. დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას ვუსურვებ", - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.