საახალწლო საკონცერტო პროგრამა ბათუმში გრძელდება. წვიმიანი ამინდის მიუხედავად მუსიკალური ღონისძიება დღესაც გაიმართება. ევროპის მოედანზე ბათუმური ბენდები წარდგებიან მაყურებლის წინაშე.
კონცერტი 19 საათზეა ჩანიშნული.
საღამოს გახსნის “მელომანია“, ვაი ნოთ, ელანძე, რამდენიმესაათიანი პროგრამას კი ბენდი მაიკერუ დაასრულებს.
საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება.