ახალ წელს ყველაზე მეტად გრანდიოზული კონცერტები უხდება. იმ ყველაფრის მიღმა რასაც სცენაზე ხედავთ, პროფესიონალი ადამიანები დგანან. მათი შრომა ხშირად უხილავი რჩება, თუმცა ხილვადია შრომის შედეგი. იმისათვის, რომ ღონისძიება საიმედოდ ჩატარდეს, სცენა უსაფრთხოდ გაიმართოს, განათება შესაბამისად მოეწყოს და მუსიკა ხარისხიანად ჟღერდეს რეჟისორები და სპეციალისტები თავდაუზოგავად მუშაობენ. ისინი წლებია ახალ წელს ოჯახში ვერ ხვდებიან. სცენის მიღმა ჩვენმა რეპორტიორმა თამუნა ხოზრევანიძემ გენო ჯაშსა და გიორგი ჯიჯავაძესთან ერთად იმუშავა.