მზადება თბილისში საახალწლო გალაკონცერტისთვის

31 დეკემბერი 2023, 11:59 350 ნახვა

კონცერტით აღინიშნება ახალი წლის ღამე თბილისშიც. ორსაათიან შთამბეჭდავ სანახაობას, სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში" მაყურებელს ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ზუსტად 12 საათიდან წარუდგენენ. „გალაკონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები და სხვადასხვა უცხოური ჰიტები, მათ შორის ორი ცნობილი საშობაო სიმღერა ქართული ტექსტით. პროგრამა მთლიანობაში 30 მუსიკალურ ნომერს შეიცავს. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე 200-ზე მეტი შემსრულებელი წარდგება. მონაწილეებმა გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში