„ავერსი“, „პსპ“ და „მერმისი“ არ ეთანხმებიან კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

29 დეკემბერი 2023, 15:08 476 ნახვა

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ „ავერსი“, „პსპ“ და „მერმისი“ არ ეთანხმებიან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს, გამოეხმაუროს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანიის კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დაჯარიმების ფაქტს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები „ავერსი“, „პსპ“ და „მერმისი“ ცალსახად არ ეთანხებიან აღნიშნული მოკვლევის შედეგებს და ყველა მათგანი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, უზრუნველყოფას“,- ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი