საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. საუკეთესო ფეხბურთელის წოდება „ნაპოლის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა. მან ეს ჯილდო უკვე ზედიზედ მეოთხედ მიიღო. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი დაასახელეს. წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო კი ნათია დანელიამ მიიღო.