საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში, სადაც ოკუპანტმა რამდენიმე ოლქში იერიში მიიტანა. საჰაერო განგაში ჩაირთო კიევში და მიმდებარე დასახლებებში. ოდესაში დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსში, დაბომბვის დროს დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. 3 ადამიანი ემსხვერპლა იერიშს ზაპოროჟიეს ოლქში, ხოლო 1 ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებსა და თავდაცვის ძალებს შორის 42 საბრძოლო შეტაკება მოხდა.