წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება შუახევში

27 დეკემბერი 2023, 20:17 511 ნახვა

წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა შუახევში. ღონისძიებაზე 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დაჯილდოვდნენ, რომლებსაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები ჰქონდათ. წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. სიგელები გადაეცათ16 წარმატებულ სპორტსმენს, 6 მწვრთნელს და რაგბის განვითარების სკოლის ფურტიოს გუნდს, ხოლო 4 გზის ევროპის ჩემპიონს, მსოფლიო ვიცე ჩემპიონს და მსოფლიო ჩემპიონს კონტაქტურ კარატეში დათა ფუტკარაძეს სიგელთან ერთად ფულადი ჯილდო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში