ხელვაჩაურში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. სადღესასწაულო აქტივობები დრამერების შოუთი გაიხსნა, სტუმრებს ნაძვის ხესთან საშობაო ბაზრობა დახვდათ. სპეციალური სივრცეებია მოწყობილი ბავშვებისთვისაც, სადაც მათ განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. ამ წუთებში იწყება კონცერტი, რომელშიც ზვიად ბოლქვაძე, სოფო გელოვანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანი კეკუა და ჯგუფი "ირიაო" მონაწილეობენ. სადღესასწაულო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.