რუსეთში მოკლული მალხაზ მახარაძის ოჯახის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

27 დეკემბერი 2023, 15:01 1503 ნახვა

რუსეთში მოკლული ეთნიკურად ქართველ მალხაზ მახარაძის ოჯახის წევრები საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართავენ. საქმე ეხება 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ მკვლელობის ფაქტს, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მალხაზ მახარაძეს უცნობი პირები თავს საკუთარ სახლში დაესხნენ, თუმცა თავდამსხმელები ამ დრომდე იდენტიფიცირებულები არ არიან. მკვლელობის მოტივი უცნობია. ვინაიდან საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, ოჯახი საქმეში ჩართვას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი