ხელვაჩაურში საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადებიან. სადღესასწაულო აქტივობები ერთი საათის წინ დრამერების შოუთი გაიხსნა, სტუმრებს ნაძვის ხესთან საშობაო ბაზრობა დახვდათ. 18 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელშიც ზვიად ბოლქვაძე, სოფო გელოვანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანი კეკუა და ჯგუფი "ირიაო" მონაწილეობენ. სადღესასწაულო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.