ხელვაჩაურში საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადებიან. სადღესასწაულო აქტივობები 14.00 საათიდან დრამერების შოუთი გაიხსნება. სტუმრებს ნაძვის ხესთან საშობაო ბაზრობა დახვდებათ, მზადდება საბავშვო გასართობი სივრცეებიც, ასევე ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები და მზადდება დეკორაციები. 18 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელშიც ზვიად ბოლქვაძე, სოფო გელოვანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანი კეკუა და ჯგუფი "ირიაო" მონაწილეობენ. სადღესასწაულო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.