უკრაინაში ომი გრძელდება. გვიან ღამით ოკუპანტმა იერიში კიევზე დრონებით მიიტანა. ქალაქის მერის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ დრონი ჩამოაგდო, ნამსხვრევები კი საცხოვრებელ სახლს დაეცა.
წინასწარი ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა 2 პირი. ღამით აგრესორის მხრიდან უკრაინის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.
3 ადამიანი დაიღუპა დონეცკის რაიონის ქალაქ ტორეცკში, რომლის მიმართულებითაც რუსეთის არმიამ 2 საჰაერო დარტყმა განახორციელა. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან სულ მცირე 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.