ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის ძალებმა ჩრდილოეთით ქალაქ ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ "ჰამასის" დიდი გვირაბი გაანადგურა. მოედანი, ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც"ჰამასის" უმაღლესი თანამდებობის პირები ცხოვრობდნენ.
თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში გვირაბების შიგნით სკანირება განახორციელეს და ინფორმაცია მიიღეს. გვირაბის განადგურება განხორციელდა Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფისა და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის მიერ.