საქართველოს ავიაბაზარზე AUSTRIAN AIRLINES-ი შემოდის

21 დეკემბერი 2023, 14:50 550 ნახვა

2024 წლის 2 მაისიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES დაიწყებს. ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს, რამაც  ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით  დასრულებას. ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com) დღეიდან ხელმისაწვდომია.

„1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ხომალდებს წარმოადგენს“,- აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი