საახალწლო ბაზრობა ბათუმში

21 დეკემბერი 2023, 11:48 669 ნახვა

ბათუმში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებითი საახალწლო ბაზრობა გაიხსნა. მოქალაქეებს აქ ბუნებრივი ნაძვისა და ფიჭვის ტოტებით აწყობილი ნაძვის ხეების, ასევე საახალწლო აქსესუარების შეძენა შეუძლიათ. ვინაიდან აღნიშნული ბაზრობა დროებითია და საწყობი არ აქვს მოვაჭრეებს მათივე თქმით ღამის გათენება ადგილზე უწევთ, ამიტომ კასრებში ან სხვა უსაფრთხო ჭურჭელში მერიისგან ცეცხლის დანთების ნებართვას ითხოვენ, ასევე მათი მოთხოვნაა ნება დართონ გადახურული სივრცის მოსაწყობად,რათა წვიმიან ამინდში თავი შეაფარონ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ღია ცის ქვეშ ცეცხლის დანთება კანონით აკრძალულია, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ საკითხზე ნებართვას ვერ გასცემს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი