სააკაშვილის შეთავაზება პოლიტიკურ პარტიებს - შეფასებები

21 დეკემბერი 2023, 11:46 458 ნახვა

მიხელი სააკაშვილის შეთავაზებას პოლიტიკურ სპექტრში განსაკუთრებული მზაობა არ მოჰყოლია. ენმ-თან პოლიტიკურ ქორწინებას რამდენიმე ოპოზიციური პარტია საერთოდ გამორიცხავს,მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის იდეა კი მათთვის ხელოვნური და არასერიოზულია. ნაწილი კი ერთობლივი ბრძოლის აზრს კონკრეტული საკითხების გადაჭრაში ხედავს და ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წარსულია და წარსულში უნდა დარჩეს. სუპერ პაკის ინიციატივა არასერიოზულია მმართველი გუნდისთვისაც. "ვივა მედიდან" მსჯავრდადებულმა ექსპრეზიდენტმა ოპოზიციას წყენის დავიწყებისა და ახალი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ გუშინ მოუწოდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი