აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში

20 დეკემბერი 2023, 14:45 548 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წლის საქმიანობა შეაჯამა. მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც სამინისტრომ რეგიონში 2023 წელს განახორციელა. მათ შორის, საოჯახო მეურნეობების, სოფლად მეწარმეობის განვითარების,ტექნიკური გადაიარაღებისა და მრავალწლიანი კულტურების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები. ზაზა შავაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი თითქმის 97 პროცენტით შესრულდა, ასევე მისი ინფორმაციით, წარმატებული აღმოჩნდა უწყების პრიორიტეტები.ისაუბრა ასევე მიმდინარე ციტრუსის სეზონზე. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის რეგიონიდან იმპორტირებული და გადამუშავებულია 31 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, რაც ზაზა შავაძის შეფასებით, ბოლო წლებში რეკორდული მაჩვენებელია. წელს აჭარაში ჯამში მანდარინის 50 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლიურ შემაჯამებელ ანგარიშს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი