უკრაინის რამდენიმე ოლქში, ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა

20 დეკემბერი 2023, 10:03 316 ნახვა

დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, ორჯერ ჩაირთო. ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს იერიში. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. დაიბომბა ხერსონის ოლქი. დაშავდა ერთი ოჯახის 4 წევრი - დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი. შეტევა იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.

პარალელურად, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით მორიგი, განახლებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გმობს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში