ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

19 დეკემბერი 2023, 11:56 600 ნახვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. შემთხვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კილომეტრზე მოხდა. ამოფრქვევას, წინ რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მიწისქვეშა ბიძგები უძღოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვულკანის გააქტიურების საფრთხის გამო, მიმდებარე დასახლებებიდან 4000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის ზონასთან მიახლოება ეკრძალება ყველას, ტერიტორიას შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი