ოსტინი: ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია

19 დეკემბერი 2023, 11:56 466 ნახვა

„ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია და ჩვენი მზადყოფნა არც ერთმა ცალკეულმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს. - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა.მისი თქმით, აშშ წითელ ზღვაში ჩვენ მრავალეროვნულ საზღვაო სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რათა ნავიგაციის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი დაიცვან. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმები უნდა შეწყდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი