ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი რეზოლუცია-გაერო-ს უშიშროების საბჭო

18 დეკემბერი 2023, 11:44 354 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და მდგრად შეწყვეტას მოითხოვს. მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისთვის საჭიროა საომარი მოქმედებების სასწრაფო და მდგრადი შეწყვეტა. დოკუმენტი მოითხოვს ყველა მძევლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას. ისევე როგორც წინა რეზოლუცია, რომელსაც ვეტო აშშ-მა ვეტო დაადო, ახალი რეზოლუციის პროექტი გმობს განურჩეველ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დოკუმენტი ასევე ადასტურებს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტის მიმართ მხარდაჭერას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში