პარლამენტში საქართველოს ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ერთ საათში დაიწყება. როგორც ცნობილია, მინისტრი კომიტეტზე პოლიტიკურმა ჯგუფმა "ევროოპტიმისტებმა" დაიბარა. ლევან დავითაშვილი ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.