მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის გამარჯვებულია

17 დეკემბერი 2023, 19:55 809 ნახვა

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ITF-ის ეგიდით გამართული 25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული მარიამ ბოლქვაძე გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი მეტოქე ელენა პრიდანკინა ორ სეტში, 6:2, 6:1 დაამარცხა. მარიამმა ნახევარფინალშიც მარტივად სძლია რუსეთის სახელით გამომსვლელ ჩოგბურთელს, ალექსანდრა შუბლაძეს. ბოლქვაძემ ეგვიპტეში ჩატარებული შეჯიბრება სეტის წაუგებლად მოიგო. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია, ერთეულთა თანრიგში კი მან ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი