ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონები და პრიზიორები სულ 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეჯიბრებაზე ბრწყინვალედ იასპარეზა აჭარის ნაკრებმა, რომელმაც 6 ოქროს, 3 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.ტურნირის გამარჯვებულები ანრი ხოზრევანიძე, დიეგო ჩხიკვაძე, გელა ბოლქვაძე, ოთარ აბულაძე, ფრიდონ აბულაძე და აჩიკო ბოლქვაძე გახდნენ.