ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია II იმედოვნებს, რომ ეს კავშირი ურთიერთ გამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს. პატრიარქი ასევე დასძენს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევაა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი-აცხადებს ილია მეორე.